პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს

Canal+-ის ჟურნალისტ ოლივიე ტალარონის ინფორმაციით, პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს არ დაიმატებს. კლუბის მწვრთნელი ლუის ენრიკე არსებული შემადგენლობით კმაყოფილია და ახალ ფეხბურთელს მხოლოდ კიდევ ერთი თავდამსხმელის მძიმე ტრავმის შემთხვევაში შეიძენს.

დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სპორტალი

Canal+-ის ჟურნალისტის, ოლივიე ტალარონის ინფორმაციით, პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს არ დაიმატებს.

პარიზული გრანდი ახალ შემტევზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებს, თუ კიდევ ერთი თავდამსხმელი მძიმედ დაშავდება და დიდი ხნის გამოტოვება მოუწევს.

დამრიგებელი ლუის ენრიკე და მისი სამწვრთნელო შტაბი არსებული შემადგენლობით კმაყოფილნი არიან. კვარაცხელიას მნიშვნელოვანი დანაკლისის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე მიკა გოდტსმა და დეზირე დუემ თავი კარგად წარმოაჩინეს.

გარდა ამისა, პარიზულ კლუბს ჰყავს როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად ძლიერი შემადგენლობა, რომელშიც მრავალმხრივი უნარების მქონე ფეხბურთელები ირიცხებიან და ამიტომ ახალი შემტევის დამატებაზე არ ფიქრობენ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები