პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „მონცას“ 21 წლის თავდამსხმელი გუსტავო ვარელა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა, „ინტერის“, „არსენალისა“ და „ბარსელონას“ ინტერესის სფეროში მოექცა.

გოგლიჩიძის თანაგუნდელის შეძენა ტოპ-კლუბებს სურთ
სპორტალი

“მონცას“ 21 წლის თავდამსხმელმა გუსტავო ვარელამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 13 გოლი გაიტანა და მისი სამსახურით ტოპ-კლუბები დაინტერესდნენ.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ გუშინ „ფიორენტინასთან“ მატჩს ვარელას თამაშის საყურებლად „ინტერის“ სპორტული დირექტორი დარიო ბაჩინი დაესწრო. პორტუგალიელს აგრეთვე „არსენალი“ და „ბარსელონა“ აკვირდებიან. მისი შეძენა „იუვენტუსსა“ და „ნაპოლისაც“ სურთ, მაგრამ შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, ამას, ალბათ, ვერ მოახერხებენ.

სავარუდოდ, „მონცა“ ვარელას 25-30 მილიონ ევროდ დააფასებს. ის ივლისში „ბენფიკასგან“ 2+1.5 მილიონად შეიძინეს.

შეგახსენებთ, „მონცას“ ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე იცავს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები