ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს

Foot01-ის ცნობით, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად „ჩელსის“ 19 წლის ბრაზილიელი შემტევის, ესტევაოს იჯარით დამატებაზე თანხმობა განაცხადა. სავარაუდოდ, ფეხბურთელი პარიზულ კლუბში 6-თვიანი იჯარით გადავა.

ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანსსპორტალი

Foot01-ის ცნობით, პსჟ ზამთარში ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის დამატებას აპირებს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად "ჩელსის" 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ესტევაო ჰყავს შეგულებული.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერზე თანხმობა პარიზელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ უკვე გასცა და ფეხბურთელის საფრანგეთის დედაქალაქში გაშვების წინააღმდეგი არც მისი ამჟამინდელი კლუბია, რაგდან "სტემფროდ ბრიჯზე" მას ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

ივარაუდება, რომ ესტევაო "პარკ დე ფრანსს" 6-თვიანი იჯარით მიაშურებს, ხელფასს პსჟ გადაუხდის, მაგრამ მასზე უფლებები "ჩელსის" დარჩება და სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად "არისტოკრატთა" რიგებში დაბრუნდება.

შეხსენებისთვის, ესტევაო "ჩელსის" "პალმეირასიდან" 2025 წელს შეუერთდა. 2026/27 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები