პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იყიდან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა

პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად აბდე ეზალზულის კანდიდატურა უარყო. მედიის ცნობით, პარიზული კლუბი 60 მილიონ ევროდ შეფასებული მაროკოელი ფეხბურთელის ტრანსფერს არ განიხილავს.

იყიდან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
სპორტალი

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმა მიიღო და პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს, რიგმა სპორტულმა გამოცემებმა დაიწყეს იმის შესახებ დაწერა, რომ პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის შემცვლელს დაიმატებს.

ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი "ბეტისიდან" 24 წლის მაროკოელი შემტევის აბდე ეზალზულის გადაბირება იყო, თუმცა როგორც მატეო მორეტო, ასევე გამოცემა Fichajes ადასტურებენ, რომ გარიგება არ შედგება.

აფრიკელის სახელის გაჟღერება უფრო აგენტების მიერ გავრცელებულ ხმებს ჰგავს, ვიდრე პარიზელთა რეალურ ინტერესს. თანაც, ესპანური მხარე მაროკოელს 60 მილიონ ევროდ აფასებს და "პარკ დე ფრანსზე" ამხელა თანხის გადახადასა და "პანიკური ტრანსფერის" განხორციელებას არ აპირებს.

უფრო მეტიც, პსჟ-ში ახლა ფიქრობენ და შესაძლოა, ლუის ენრიკემ ხვიჩას შემცვლელის დამატება არც მოითხოვოს. ბოლო 2 შეხვედრაში მიკა გოდტსმა თავი კარგად წარმოაჩინა, მეტოქის კარიც აიღო და ეს ენრიკეს მიმდინარე სეზონში დამატებით არჩევანს სთავაზობს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები