პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1055 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე„ჩვენ აქ გამოცდაზე არ ვართ“ – რა ხდება პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას1055 ჩანაწერი · 13 მედია

„ჩვენ აქ გამოცდაზე არ ვართ“ – რა ხდება პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურატელეიმედირუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას „ქართულ ოცნებასა“ და ენმ-ის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ჩვენ აქ გამოცდაზე არ ვართ“, – მიმართა არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძეს, რომელმაც ისკანდერისა და როინ შავაძის საქმეებზე დასვა კითხვები.

„ჩვენ აქ გამოცდაზე არ ვართ“ – რა ხდება პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას
ბათუმელები

დღეს, 24 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პირველი კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა დასვა. მისი კითხვა შეეხებოდა საკუთრების უფლების დარღვევის საკითხს, რასაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ედავებიან. „ოცნების“ სარჩელში ამაზეც არის საუბარი.

„მტკიცებულების სახით არის და მხარემაც გააჟღერა, რომ დაახლოებით 480-მდე ადამიანია დაზარალებულად ცნობილი, 365- მდე ადამიანს მიეცა კომპენსაცია, დაახლოებით 65 მილიონ ლარზე იყო საუბარი.

მე მაინტერესებს, ეს ყველაფერი გამოძიების შედეგია, გამოძიების შედეგად დადგინდა კონკრეტული ადამიანის უფლებების დარღვევა და შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება პროკურორმა კომპენსაციის გაცემის თაობაზე თუ სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდა ეს? არიან ადამიანები მხილებული საკუთრების უფლების დარღვევაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში და ეს ეხებოდა მხოლოდ სახელმწიფო ქონებას თუ დავის სხვა საკითხებიც იყო? “ – იკითხა მან და ასევე აღნიშნა, რომ მხარისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნონ ამ ადამიანების სიას, თუ ასეთი არსებობს.

ამ კითხვაზე პასუხი „ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „რუსთავი 2“- ის საქმეზე საუბრით დაიწყო.

„ამ გადაწყვეტილებაზე მოპასუხე მხარე საუბრობდა, არ ვიზიარებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსამართლეები მოსყიდული არიან და მე მაქვს ჩემი მოსაზრებაო. ეს იყო ნიკა გვარამიას პასუხი.

ამავე დროს, თუ გავიხსენებთ, გვარამიას ნათქვამი აქვს, რომ მოსყიდულები არიან მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს წევრები. რაც შეეხება უშუალოდ რა მოცულობის ქონებები იქნა ჩამორთმეული და ზიანი ანაზღაურებული. 65 არა, 67 მილიონია, მათ შორის არის 176 მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი ბინა, აგარაკები, საოფისე და საცხოვრებელი ფართები… “

ამის შემდეგ არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ 2012 წელს პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის უფლებამოსილებაც ქონებების ჩამორთმევის, წამების და სხვა მსგავსი საქმეების გამოძიება იყო. გორდულაძე ამბობს, რომ 400 -ზე მეტია დაზარალებული, რომელთაგან 300 – ზე მეტს დაუბრუნდა ქონება.

მან კიდევ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის „ტელეკომპანია იმედის“ ჩამორთმევაზე ისაუბრა. მისი ვრცელი განმარტების შემდეგ ლევან ბეჟაშვილმა დააზუსტა, რომ მისი კითხვა სხვა იყო და აინტერესებდა, როგორ მიიღეს გადაწყვეტილებები. იყო თუ არა კონკრეტული გამოძიებები ჩატარებული, გამომძიებელმა მიიღო ეს გადაწყვეტილებები თუ სასამართლომ.

ლევან ბეჟაშვილმა ასევე დააზუსტა, რომ მნიშვნელოვანი იქნება ამ სიის წარმოდგენა სასამართლოსთვის, ვის დაუბრუნდა ქონება და ვის უარი ეთქვა.

არჩილ გორდულაძემ მას უპასუხა – ვერ გავიგე თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით იქნება ეს გამომძიებლის თუ პროკურატურის, კითხვა რიტორიკულიაო:

„თქვენ ხომ ყველაფერთან დაკავშირებით ამბობთ, რომ მოსამართლეები მოსყიდულები არიან და გამომძიებლებს არ ენდობით“ – მიმართა არჩილ გორდულაძემ ენმ-ის წარმომადგენლებს. სხვათა შორის, ეს პასუხი მან დღევანდელ სხდომაზე არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა საკითხზე პასუხისას.

„ხომ არ გახსოვთ. ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვისზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული?“ – ჰკითხა ენმ-ის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

„ქალბატონო ანა, ჩვენ აქ გამოცდაზე არ ვართ, დასვით კითხვა და გიპასუხებთ,“ – უპასუხა მას არჩილ გორდულაძემ.

დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ კითხვა ე.წ. ისკანდერის საქმეზეც დაუსვა მოსარჩელე მხარეს.

„ისკანდერის“ ქურდობაში გვადანაშაულებს ქართული ოცნება და მე მინდა გკითხოთ. „რომელიღაც ქვეყნის სამხედრო ბაზაზე“ – ასე აკეთებთ ხოლმე თქვენ კომენტარებს, გვითხარით, რომელი ქვეყნის სამხედრო ბაზაზე იყო „ისკანდერი?“ – იკითხა ანა წითლიძემ დღეს, 24 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში.

„არ გეტყვით“ – უპასუხა მას თენგიზ შარმანაშვილმა, შემდეგ კი დასძინა – „იმას კი არ გეტყვით, რომელი ქვეყნის ბაზაზე იყო, სად იმყოფებოდა ეს მტკიცებულება, მაგას რომ არ ამხელდით, მაგას გეტყვით“.

ანა წითლიძემ „ქართულ ოცნებას“ ჰკითხა ასევე 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით, დაიკითხა თუ არა საქმის მაშინდელი პროკურორი ვასილ როინიშვილი — საკონსტიტუციოს მოქმედი მოსამართლე და მაშინდელი გამომძიებელი რესან კონცელიძე, შემდეგში – „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი.

„ხომ არ გახსოვთ, ვინ იყო შავაძის საქმის გამომძიებელი და პროკურორი. დაკითხეთ თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით, 2016 წლის ჩათვლით, ამ საქმის გამომძიებელი რესან კონცელიძე, რომელიც თქვენი დეპუტატი გახდა შემდეგ და ბატონი ვასილ როინიშვილი, რომელიც პროკურორი იყო… ბატონი ვასილი, ვიცი, რომ დაკითხულია“, — მიმართა ანა წითლიძემ “ქართულ ოცნებას”.

არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ ასეთი კითხვები მოსახსნელია, რადგან კონკრეტულ საკითხებში შესვლას ვერ დაიწყებს.

„პასუხები არის. კი, პასუხები არის სასამართლო განაჩენები და მხარეს თუ ეს ყველაფერი აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზია იღებს, ეგ გასაგები მომენტია. ეს შეკითხვა არის მოსახსნელი, ქალბატონო ანა და ვინ გამოიკითხა და ვინ არა, მეგის ქარდავას მოჰკითხეთ“, — თქვა არჩილ გორდულაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, ასეთი ტიპის შეკითხვები მოიხსნება გამომდინარე იქიდან, რომ ის, თუ ვინ იყო ამა თუ იმ კონკრეტული საქმის გამომძიებელი და პროკურორი, სარჩელთან მიმართებით არ არის რელევანტური.

თავად მოსამართლე ვასილ როინიშვილმა კი განაცხადა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის პროკურორი იყო, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები რომ არ ჩატარებულიყო, „იმ საქმიდან საერთოდ არაფერი გამოვიდოდა“.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც ახლა ენმ-ის აკრძალვის საქმეს განიხილავს, აჭარის მთავარი პროკურორი იყო იმ პერიოდში, როდესაც ენმ ხელისუფლებაში იყო და ბათუმში სერჟანტი როინ შავაძე მოკლეს.

სხდომაზე დღეს, 24 ნოემბერს, უპასუხოდ დატოვეს ასევე ანა წითლიძის კითხვა, 2008 წლის 6 აგვისტოს იყო თუ არა ქართულ მხარეს მსხვერპლი.

„ბატონო მოსამართლევ, ვშუამდგომლობთ ამგვარი კითხვები იყოს მოხსნილი,“ – მიმართა არჩილ გორდულაძემ სასამართლოს.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორი კითხვები დაუსვეს მოსამართლეებმა ენმ-ს – ოპოზიციის აკრძალვს საქმის მე-12 პროცესიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები