არჩილ გორდულაძე: ჩვენ რაზეც ვუთითებთ, არის იმ დროს ჩადენილი ქმედებები, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ეფექტური კონტროლი ჰქონდა მთელ საჯარო სისტემაზე, ყველაზე და ყველაფერზე
საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სარჩელში მითითებული ქმედებები ჩადენილია მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელ საჯარო სისტემაზე ჰქონდა კონტროლი.

საკონსტიტუციო სასამართლოში, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. ამჯერად კითხვებს მოსარჩელე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უსვამენ.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა მოსარჩელე მხარეს კითხვები "რუსთავი 2-ის" შენობასთან დაკავშირებულ საქმესა და საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დაუსვა:
"რუსთავი 2-ის" შენობასთან დაკავშირებით საქმეს ვიხილავდით, არსებობდა ან არსებობს თუ არა რამე სასამართლო გადაწყვეტილება ან სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, ან სამოქალაქო დავიდან გამომდინარე, თუ არსებობს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება.
ასევე, როდესაც საუბრობდით საგამოძიებო კომისიაზე, ამ კომისიაზე რა გამოიკვლიეთ, რა მოგცათ ამ გამოკვლევის შედეგმა, რა საფუძველი მოგცათ იმისა, რომ პოლიტიკური კონოტაცია დაგენახათ, პოლიტიკურ პარტიასთან ბმა განგესაზღვრათ და კონსტიტუციურ სარჩელში შეგეტანათ?" - მიმართა ბეჟაშვილმა მოსარჩელე მხარეს.
ბეჟაშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ მხარე იმ კონკრეტულ საქმეებზე მიუთითებს, რაზეც პასუხი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან ერთი და იგივეა.
ამასთან, გორდულაძის თქმით, მოსარჩელე მხარე იმ კონკრეტულ საკითხებსა და საქმეებზე მიუთითებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს არის ჩადენილი. სწორედ მაშინ, როდესაც აღნიშნულ პარტიას ეფექტური კონტროლი ჰქონდა მთელ საჯარო სისტემაზე:
"მოპასუხე მხარე ახლა, კონკრეტულ შემთხვევებში ირჩევს რამდენიმე საქმეს, ამ რამდენიმე საქმის იმ ფორმით დასმას და განხილვას ითხოვს, რომლის საპირისპიროდ, რაც ჩვენ გვქონდა მაგალითად უმძიმეს დანაშაულებებზე მითითებული საქმეები, ამის შესაძლებლობა ფაქტობრივად არც გვქონია. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ რაზეც ვუთითებთ, არის ის საქმეები და ჩადენილი ქმედებები იმ დროს, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" ეფექტური კონტროლი ჰქონდა მთელ საჯარო სისტემაზე, ყველაზე და ყველაფერზე.
მხარის დამოუკიდებლობა გასაგებია, რომ უბრალოდ კონკრეტულ საქმეებზე უნდა მიუთითოს ისე, რომ პასუხი მოისმინოს ერთი და იგივე. პასუხი კი ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება ერთი და იგივე. თუ კონკრეტული საქმეების განხილვა უნდა დავიწყოთ, მაშინ უნდა დაგვეწყო ზუსტად ახსნა-განმარტების და ჩვენი მხრიდან კითხვების დასმის დროს,"- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…