ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი უფრო უნდა იყოს დაინტერესებული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებით, ვიდრე ნებისმიერი სამყაროში, ასეთ შემთხვევაში ვერ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, მაგრამ მისი მიზანი უცვლელია: „უკრაინის ოკუპაცია“
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინი ყველაზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებით, რადგან ალიანსში ყოფნისას უკრაინა ტერიტორიების ძალით დაბრუნებას ვერ შეძლებს, თუმცა მისი მიზანი მაინც ქვეყნის ოკუპაციაა.

პუტინს უფრო უნდა სურდეს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ტერიტორიების ძალით დაბრუნებას ვერ შევძლებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
თუმცა, ზელენსკის თქმით, პუტინის მიზანი უცვლელია: „უკრაინის ოკუპაცია”.
“უკრაინის ნატო-ში წევრობა რუსებს უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე უკრაინას. ვინაიდან უკრაინას ყველანაირი უფლება გააჩნია დაიბრუნოს ის, რაც კანონიერად ეკუთვნის. ახლა პუტინი ამბობს, რომ არ შეუძლია ორ ან სამთვიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება, რადგან უკრაინას უნდა ამოსუნთქვა, ძალების როტაცია, და ხელახლა შეიარაღება. მჯერა, რომ ეს ტყუილია. უბრალოდ ამ ზამთარში ჩვენი გატეხა უნდა. მაგრამ თუნდაც ეს რომ იყოს ლოგიკა, ამის შემდეგ როგორ შეეძლება მას ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა ნებისმიერ პირობებში?
თუ მას ჰგონია, რომ უკრაინა მზადაა სამხედრო რევანშისთვის, მაშინ ის უფრო უნდა იყოს [დაინტერესებული] უკრაინის ნატოში გაწევრიანებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამ სამყაროში. ვინაიდან, თუ უკრაინა ნატოშია, ვერ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების ძალით დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ჩვენს პარტნიორს დავკარგავთ. უკრაინას არასდროს არ გააკეთებს ამას და პარტნიორების დაკარგვის რისკის ქვეშ არ დადგება, რომლებიც გვეხმარებიან და გააგრძელებენ ჩვენს დახმარებას. მაგრამ ის სხვა რამითაა დაინტერესებული. როდესაც პუტინის ამბობს, “არა, ნებისმიერი რამ, მაგრამ ნატო არა”, იმას არ გულისხმობს, რომ იარაღით დავედევნებით. იმას გულისხმობს, რომ არ დაუშვას, მის ხელმისაწვდომობის არეალს გავცდეთ. სხვა სიტყვებით, პუტინის მიზანი უცვლელია: უკრაინის ოკუპაცია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…