პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს შეხვდა

ნატო

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ Starshield-ის მუშაობაში შეფერხებებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, რაც საჰაერო თავდაცვას ართულებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი მარკ რუტეს შეხვდა
ინტერპრესნიუსი

Starshield-ის მუშაობაში შეფერხებებისგან მხოლოდ რუსეთი იგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

“ანტი-ბალისტიკური რაკეტების მუდმივ სიმწირესთან ერთად, რასაც რუსეთი ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს, ფრონტის ხაზზე და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის მუშაობაში შეფერხებები სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ეს საგრძნობლად ზღუდავს რეაქტიული “შაჰედების” ჩამოგდების ჩვენს შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსები იღებენ.

ახლა, როდესაც სამმხრივი მოლაპარაკებები გააქტიურდა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის ცარიელი სისტემებით არ დარჩეს და რომ თავდაცვის საშუალებები გვქონდეს. ხელოვნური შეფერხებები მშვიდობას არ უწყობენ ხელს - აგრესორს უწყობენ ხელს”, - წერს ზელენსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში Starlink-ის ინტერნეტი კვლავ შეფერხებით მუშაობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები