პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასმა რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდული უწოდა

ნატო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთის მოთხოვნები აბსურდულია და მომლაპარაკებელთა გუნდის პირველი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს.

კაია კალასმა რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდული უწოდა
იმედინიუსი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები, რომლებსაც ის უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უყენებს, აბსურდულია, მომლაპარაკებელთა გუნდის პირველადი ამოცანა კი, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უნდა იყოს.

შესაბამისი განცხადება კალასმა დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებმა კრემლის რაიმე მოთხოვნის განხილვამდე ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოითხოვონ.

„არ ვფიქრობ, რომ რუსული მოთხოვნები სერიოზულია. მათ აბსურდული მოთხოვნები წამოაყენეს. ამიტომ, თუ ეს ომის გაგრძელების საბაბია, რათა რაც შეიძლება მეტი ნგრევა გამოიწვიონ, ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ მომლაპარაკებელთა გუნდმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს“, - განაცხადა კალასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ევროპელი მომლაპარაკებლების ჯგუფის დაკომპლექტების შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აბუ-დაბიში უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა კვლავ წამოაყენა მოთხოვნა, ნატოს ჯარების 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების შესახებ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი - თუ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რასაც რუსეთი უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით ითხოვს, ხაფანგებში გავებმებით: ყურადღებას გადავიტანთ ფაქტიდან, რომ ცეცხლი არ შეწყვეტილა და დავიწყებთ მათი მოთხოვნების მოსმენასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები