პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა

Investigation.Info-ს ჟურნალისტების ცნობით, „სანდერლენდის“ 21 წლის უკრაინელ თავდამსხმელს, ტიმურ ტუტეროვს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. რუსეთის სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, ფეხბურთელს პასპორტი 2020 წელს, 16 წლის ასაკში სევასტოპოლში აუღეს.

უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა
სპორტალი

21 წლის უკრაინელ თავდამსხმელ ტიმურ ტუტეროვს, რომელიც ამჟამად პრემიერ ლიგის ბინადარ "სანდერლენდში" ირიცხება, რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

მან 2020 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ პროექტ Investigation.Info-ს ჟურნალისტები იუწყებიან, რომლებმაც რუსეთის სახელმწიფო რეესტრებისა და გაჟონილი მონაცემთა ბაზების ინფორმაცია შეისწავლეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღრიცხვის მონაცემების თანახმად, ტუტეროვი სევასტოპოლში დაიბადა, რომელიც რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ამ საფუძველზე, 2020 წლის 25 დეკემბერს, როდესაც ფეხბურთელი 16 წლის იყო, მას რუსული პასპორტი გასცეს. ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემთა ბაზაშიც აღმოჩნდა.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2014 წლის შემდეგ ტუტეროვმა ოკუპირებული ყირიმი დაახლოებით ათჯერ მოინახულა. რუსეთის საზღვრის გადაკვეთის ბოლო დაფიქსირებული შემთხვევა 2022 წლის 1-ელ იანვარს მოხდა. იმ დღეს ფეხბურთელი და მისი მშობლები უკრაინის მიმართულებით გაემგზავრნენ.

რუსეთის მოქალაქეობა აქვთ ფეხბურთელის მშობლებსაც. დედამ რუსული პასპორტი 2021 წლის ოქტომბერში მიიღო, მამამ კი რუსეთის მოქალაქეობა 2025 წლის აგვისტოში აღადგინა. საოკუპაციო ხელისუფლების მონაცემებით, ოჯახი ყირიმის ბახჩისარაის რაიონში ცხოვრობს.

ტიმურ ტუტეროვმა კარიერა უკრაინულ ფეხბურთში დაიწყო. 2018 წელს ის ვიშგოროდის "დინაზში" თამაშობდა, 2021 წლის თებერვალში კი კიევის ოლქის კლუბ "კოლოსის" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა. 2022 წელს ის "სანდერლენდში" ჩაირიცხა და 1 წლით "ექსტერში" ჰყავდათ განათხოვრებული.

2024 წელს, უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, მან ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წლიდან ის უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების მუდმივი წევრია.

2026 წლის ნოემბერში ტუტეროვი ერთა ლიგის მატჩებისთვის უკრაინის ეროვნული ნაკრების სათადარიგო სიაში შეიყვანეს, თუმცა ძირითად განაცხადში ვერ მოხვდა.

მან პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 2 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. ევროპის ლიგაზეც მან 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება ერთხელ მოახერხა. ტუტეროვმა ამდენივე შეხვედრა ინგლისის თასზეც ჩაატარა და იქაც 1 გოლი შეაგდო.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავსწაიკითხე

უახლესი ამბები