პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს

Cadena SER-ის ინფორმაციით, უკრაინელი ფორვარდი არტიომ დოვბიკი „ბოლონიასთან“ იჯარას წყვეტს და „ვალენსიაში“ გადასვლასთანაა ახლოს. ესპანური კლუბი „რომას“ ფეხბურთელის ნახევარსეზონიან იჯარაში 1,5 მილიონ ევროს გადაუხდის.

დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
სპორტალი

Cadena SER-ის ინფორმაციით, "რომას" საკუთრებაში მყოფი და "ბოლონიაში" იჯარით მოთამაშე 29 წლის უკრაინელი ფორვარდი არტიომ დოვბიკი ლა ლიგაში დაბრუნებასთანაა ახლოს.

ფეხბურთელის სამსახურით გიორგი მამარდაშვილის ყოფილი კლუბი "ვალენსია" ინტერესდება. მოსალოდნელია, რომ გამოცდილი შემტევი "ბოლონიასთან" საიჯარო ხელშეკრულებას ვადაზე ადრე შეწყვეტავს და ზამთარში "ღამურებს" შეუერთდება.

ესპანური გუნდი "რომას" უკრაინელის ნახევარ სეზონიანი იჯარის სანაცვლოდ 1,5 მილიონ ევროს გადაუხდის და 2027 წლის ზაფხულში მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.

ამასთან ერთად, "ვალენსია" ფეხბურთელის ხელფასის ნახევარს (5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს) გადაიხდის. დოვბიკმა მიმდინარე სეზონში "ბოლონიას" ფორმა მხოლოდ 5 შეხვედრაში მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

ის წარსულში პრიმერაში უკვე თამაშობდა და "ჟირონაში" ყოფნის პერიოდში ლა ლიგის ბომბარდირიც გახდა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
უკრაინის ნაკრების პოტენციურ ახალწვეულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდაწაიკითხე

უახლესი ამბები