UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს
შერეული საბრძოლო ხელოვნების უმსხვილესი ორგანიზაცია UFC 2027 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. გავრცელებული შიდა დოკუმენტის თანახმად, სავარაუდო ადგილად თბილისის სპორტის სასახლე განიხილება.

შერეული საბრძოლო ხელოვნების უმსხვილესი ორგანიზაცია UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების გამართვას გეგმავს.
საქართველოში შოუს დაორგანიზების საკითხზე მოლაპარაკებები UFC-სა და ქართულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის შიდა დოკუმენტის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთი კი ცნობილი გახდა, რომ UFC გაფართოებას აპირებს და საქართველოში ღონისძიების გამართვას 2027 წლის მესამე კვარტალში (Q3 2027), ივლისი-სექტემბრის პერიოდში გეგმავს.

გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ღონისძიების ჩატარების სავარაუდო ადგილად თბილისის სპორტის სასახლე განიხილება.
2027 წელს UFC-ს ღონისძიებები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში მითითებულია ყაზახეთი (Almaty Arena) - 2027 წლის 1 მაისს, უზბეკეთი (Humo Arena) - 2027 წლის მესამე კვარტალში და ყირგიზეთი (Bishkek Arena) - 2027 წლის მეოთხე კვარტალში.
UFC-ს გაფართოების გეგმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ახალი ბაზრების ათვისებას ისახავს მიზნად.
ორგანიზაციას გავრცელებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შესაბამისად, ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…