პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა

დიეგო სიმეონემ ლა ლიგაში 345-ე გამარჯვება მოიპოვა და ლუის არაგონესის რეკორდი გააუმჯობესა. არგენტინელმა მწვრთნელმა ეს შედეგი „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში 567 მატჩში დააფიქსირა.

"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
სპორტალი

ლა ლიგის მე-13 ტურში "ატლეტიკომ" გასვლაზე "ხეტაფე" 3:0 გაანადგურა და ამ მოგებით მადრიდელთა თავკაცი დიეგო სიმეონე ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.

"ჩოლოს" მწვრთნელის რანგში ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 345 მოგება დაუგროვდა, რითაც ლუის არაგონესს (344) გამარჯვება გადაასწრო. არგენტინელს ამ ნიშნულის დასაფიქსირებლად 567 მატჩი დასჭირდა, როდესაც არაგონესმა 344 მოგებას 757 შეხვედრა მოანდომა.

შეგახსენებთ, რომ სიმეონე "ატლეტიკოს" 2011 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. არგენტინელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიპოვა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული, ასევე გაიმარჯვა ესპანეთის თასსა და სუპერთასზე, ორჯერ მოიგო ევროპის ლიგა და ორჯერ უეფას სუპერთასი.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები