საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
Tuttosport-ის ინფორმაციით, „მილანი“ ადრიენ რაბიოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბის პრეზიდენტი ჯერი კარდინალე ფეხბურთელისთვის ხელფასის გაზრდას და ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, "მილანი" გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ადრიენ რაბიოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმებასთან ახლოსაა.
მარ "როსონერის" პრეზიდენტმა ჯერი კარდინალემ თავისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი უწოდა და უნდა, რომ გულშემატკივრებს საშობაოდ 31 წლის ფეხბურთელის ახალი შრომითი ხელშეკრულების სახით საჩუქარი გაუკეთოს.
კარდინალე "ჯიბეზე ხელის გაკვრასაც" აპირებს და რაბიოს ხელფასს გაუზრდის. ამასთან, "მილანის" მფლობელი ფანებს ჰპირდება, რომ კლუბს ზამთარში გვარიანად გააძლიერებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…