პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

2027 წელს UFC ღონისძიებას საქართველოში ჩაატარებს - დანა უაითი

2027 წელს UFC საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს — ორგანიზაციის პრეზიდენტის, დანა უაითის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

2027 წელს UFC ღონისძიებას საქართველოში ჩაატარებს - დანა უაითი
BM.GE

UFC 333-ის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დანა უაითმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია საქართველოში ღონისძიების ჩატარებაზე მუშაობს.

Setanta Sports-ის ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა UFC-ის ღონისძიებას საქართველოში 2027 წელს, უაითმა უპასუხა:

"დიახ, ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ ამაზე და პასუხი ნამდვილად ისაა, რომ ჩვენ ვაპირებთ ღონისძიების ჩატარებას საქართველოში" - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.

24 ოქტომბერს, UFC 333-ზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართება, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდება და ტრილოგიის ფარგლებში ქამრის დაბრუნებას შეეცდება. მთავარი ქარდი 22:00 საათზე დაიწყება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები