პოლიციამ ვერაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად 64 წლის მალხაზ თოფურიას გარდაცვალების ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა.

პოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა - ინფორმაცია "პირველებს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.
64 წლის მალხაზ თოფურია ვერაზე ხელჩართულ ფიზიკურ დაპირისპირების შემდეგ გარდაიცვალა. ინციდენტი 24 ნოემბერს, ნაშუადღევს მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.
ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირბა პარკინგის გამო დაიაყო - ადგილობრივების თქმით, კაცს რესტორნიდან გამოსული პირები დაუპირისპრდნენ. ხელჩართული ჩხუბისას თოფურია დაეცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…