პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. მათ 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლიციამ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე 2 პირი დააკავა
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს-მ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბის ფაქტზე, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ორი პირი დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები