ჩხუბი ვერაზე მანქანის გადაყენების გამო - არის მსხვერპლი
ვერაზე, მანქანის გადაყენების მოთხოვნას მოყოლილი ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი პირი ბორდიურზე თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა. შსს-ს ცნობით, ჩხუბში მონაწილე ყველა პირი განყოფილებაშია გადაყვანილი.

ინციდენტი 24 ნოემბერს, ნაშუადღევს მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩხუბში მონაწილე „ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“.
ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება.
ადგილიდან პირველადი ცნობებით:
ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთი პირი ჩხუბისას ბორდიურზე თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა;
დაპირისპირება მოჰყვა ავტომობილის გადაყენების მოთხოვნას და ჩხუბს სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.
გოგებაშვილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა დაშავებული ვერ გადაარჩინეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…