გოგებაშვილზე ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი კაცის ვინაობა ცნობილია - ახალი დეტალები
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე პარკინგის გამო მომხდარი ჩხუბის შედეგად 65 წლამდე მალხაზ თოფურია გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, 65 წლამდე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე "პირველებთან" თვითმხილველები საუბრობენ. გარდაცვლილია მალხაზ თოფურია.
ადგილობრივების თქმით, პენსიონერი ვერაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის წინ მდებარე საპარკინგე ადგილს იყენებდა, მას შემდეგ კი რაც ტერიტორიაზე სხვა მანქანა დახვდა, მის მეპატრონეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყენებისკენ მოუწოდა.
თხოვნას თვითმხილველების თქმით, მალევე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც თოფურია დაეცა და სიციცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო.
გარდაცვლილის ნაცნობები ამბობენ, რომ 65 წლის კაცის ცოლ-შვილი ინგლისში ცხოვრობს. ირკვევა, რომ თოფურია, ივერაზე მდებარე მაღაზიაში („1000 წვრილმანი“) მუშაობდა და ხშირად იმყოფებოდა ამ უბანში.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციაში არიან გადაყვანილები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…