პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტიფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს ბიუჯეტის ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოსავლები 810 მლნ ლარით იზრდება, ხოლო ეკონომიკური ზრდა 6.8%-ით არის ნავარაუდები.

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
იმედინიუსი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 5.2 პროცენტი, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2%, ხოლო მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 30%.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 810 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 850 მილიონ ლარს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ზრდა ფიქსირდება საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის პროგნოზი გაზრდილია 320 მილიონი ლარით, რის შედეგადაც მისი თქმით, დამატებით 64 მილიონ ლარს მიიღებენ მუნიციპალური ბიუჯეტები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 326 მილიონი ლარით და 3 მილიარდ 8 მილიონი ლარით განისაზღვრება. ასევე, 130 მილიონი ლარით არის გაზრდილი პრივატიზაციის მაჩვენებელი და 480 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი ვალების აღების შემცირების ხარჯზე, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 35 მილიარდ 991 მილიონ ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიპარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
  2. პირველი არხისამთავრობოპარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები