პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 136.7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება

საქართველოს პარლამენტიფინანსთა სამინისტროსაქართველოს ეროვნული ბანკი

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, 2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 136.7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარით განისაზღვრება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,8%-ია, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 34,2%-ს შეადგენს.

2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 136.7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება
ინტერპრესნიუსი

2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 136.7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები განსაზღვრულია შემდეგი მოცულობებით: მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი - 6,8%; ; მშპ-ს დეფლატორი - 3,9%; საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 5,2%; ნომინალური მშპ - 116 067,5 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები - 25 850,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ-ს 1,3%;

მთავრობის ვალი - მშპ-ს 34,2%.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური (თავდაპირველი გეგმა) მაჩვენებელი 1 136,7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება, მათ შორის:

საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 810,0 მლნ ლარით და 27 850,0 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 23 890,0 მლნ ლარს (იზრდება 690,0 მლნ ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების წილი 3 960,0 მლნ ლარს (იზრდება 120,0 მლნ ლარით);

გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 3 008,0 მლნ ლარს (იზრდება 326,7 მლნ ლარით);

არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი იზრდება 130,0 მლნ ლარით და 480,0 მლნ ლარს შეადგენს;

ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი შეადგენს 450,0 მლნ ლარს;

ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 4 285,9 მლნ ლარს (მცირდება 777,2 მლნ ლარით);

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები იზრდება 437,5 მლნ ლარით და შეადგენს 35 993,0 მლნ ლარს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 79,8 მლნ ლარით იზრდება და შეადგენს 30 839,1 მლნ ლარს, მათ შორის:

შემოსავლები - დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 877,0 მლნ ლარით და 25 873,3 მლნ ლარს შეადგენს.

საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი იზრდება 690,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 23 890,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: - საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 8 290,0 მლნ ლარით (იზრდება 69,0 მლნ ლარით); მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 270,0 მლნ ლარით 3 470,0 მლნ ლარს შეადგენს; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 136,0 მლნ ლარით, რაც 256,0 მლნ ლარით მეტია არსებულ გეგმასთან შედარებით; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 785,0 მლნ ლარის ოდენობით (გაზრდილია 85,0 მლნ ლარით); იმპორტის გადასახადის განახლებული გეგმა განისაზღვრა 160,0 მლნ ლარით (იზრდება 10,0 მლნ ლარით); სხვა გადასახადების გეგმური მაჩვენებელი უცვლელია და 185,0 მლნ ლარს შეადგენს.

სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 230,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 680.0 მლნ ლარის ოდენობით. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ზრდა ძირითადად გამოწვეულია ეროვნული ბანკის 2025 წლის მოგებიდან ფაქტობრივად მიღებული სახსრებით).

გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები შემცირებულია 43,0 მლნ ლარით (საინვესტიციო გრანტების შემცირების ხარჯზე) და განისაზღვრება 303,3 მლნ ლარის ოდენობით.

არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა გაზრდილია 30,0 მლნ ლარით და შეადგენს 230.0 მლნ ლარს.

ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი მცირდება 50,0 მლნ ლარით და შეადგენს 450,0 მლნ ლარს;

ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები თანხები განისაზღვრება 4 285,9 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საშინაო ფასიანი ქაღალდების წმინდა გამოშვების მაჩვენებელი არ იცვლება და განსაზღვრულია 1 800,0 მლნ ლარით; საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი, წლის ბოლომდე ათვისების პროგნოზის გათვალისწინებით, მცირდება 367,2 მლნ ლარით და შეადგენს 905,9 მლნ ლარს; საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი მცირდება 410,0 მლნ ლარის ოდენობით და შეადგენს 1 580,0 მლნ ლარს (მათ შორის ევროობლიგაციები 1 332,0 მლნ ლარი).

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრაწაიკითხე

უახლესი ამბები