პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს, ეკონომიკური ზრდა 6.8%-ზე ოდნავ მაღალიც შეიძლება იყოს | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წელს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა პროგნოზირებულ 6.8%-ს გადააჭარბოს, რაც ბიუჯეტის დეფიციტს კიდევ უფრო შეამცირებს.

წელს, ეკონომიკური ზრდა 6.8%-ზე ოდნავ მაღალიც შეიძლება იყოს | ფინანსთა მინისტრის მოადგილე
BM.GE

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა შესაძლოა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 6.8%-საც გადააჭარბოს.

მან ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდება.

"ჯამურად, 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დეფიციტის შემცირება 2.5%-ზე იყო დაგეგმილი და შევამცირებთ 1.3%-მდე. ეს არის იმ პროგნოზზე დაფუძნებული, რაც თქვენს წინაშეა წარმოდგენილია, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 6.8%-ზე ოდნავ მაღალიც შეიძლება იყოს, რაც რა თქმა უნდა, დამატებით შემოსავალს კიდევ მოიტანს და შესაბამისად ბიუჯეტის დეფიციტი ფაქტობრივი მაჩვენებელი, წლის ბოლოს შესაძლებელია კიდევ უფრო დაბალი ნიშნულით დასრულდეს", - ამბობს კაკაურიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები