პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 810 მილიონი ლარით იზრდება, ეკონომიკური ზრდა კი 6.8%-ით არის ნავარაუდევი.

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
პირველი არხი

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი – 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი – 5.2 პროცენტი, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2%, ხოლო მთავრობის ვალი – მთლიანი შიდა პროდუქტის 30%.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 810 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 850 მილიონ ლარს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ზრდა ფიქსირდება საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის პროგნოზი გაზრდილია 320 მილიონი ლარით, რის შედეგადაც, მისი თქმით, დამატებით 64 მილიონ ლარს მიიღებენ მუნიციპალური ბიუჯეტები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 326 მილიონი ლარით და 3 მილიარდ 8 მილიონი ლარით განისაზღვრება. ასევე, 130 მილიონი ლარით არის გაზრდილი პრივატიზაციის მაჩვენებელი და 480 მილიონ ლარს შეადგენს.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, ახალი ვალების აღების შემცირების ხარჯზე, 35 მილიარდ 991 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიპარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
  2. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები