პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2027 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის ნავარაუდევი, ხოლო მშპ 126.4 მლრდ ლარს მიაღწევს. მისი თქმით, 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38 მილიარდ 243 მილიონი ლარი იქნება.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა
იმედინიუსი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები გააცნო.

მისი თქმით, 2027 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიულ დაშვებებზეა გაკეთებული და 5.0 პროცენტს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 5.2-5.3 პროცენტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგნოზი სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან.

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9 პროცენტით იზრდება და 126.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5 პროცენტია და 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 161.0 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12.0 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15.0 ათას დოლარს გადააჭარბებს.

ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევა - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გასულ წელს ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, მშპ-ის 2,9 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს პროგნოზირებულია აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ გაუმჯობესება მშპ-ის 2,4 პროცენტამდე, ხოლო 2027 წლისთვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 2.6 პროცენტს შეადგენს.

ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2 პროცენტამდე მცირდება.

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027-2030 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 31.1 პროცენტს შეადგენს, რაც ვალის უსაფრთხო ნიშნულია.

2027 წელს დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38 მილიარდ 243 მილიონი ლარია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა მინისტრი - საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-იაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები