პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

ლა ლიგის მე-12 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ატლეტიკო“ 2:1 დაამარცხა და მადრიდული გუნდის 7-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. მატჩში დუბლი ფერმინ ლოპესმა შეასრულა.

"ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სპორტალი

ლა ლიგის მე-12 ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ატლეტიკოს“ 2:1 მოუგო - ამით შეწყდა მადრიდული გუნდის ჩემპიონატზე 7-მატჩიანი მოგებათა სერია.

ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში "ბარსაში" ყველა ტურნირზე 15 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა. ლამინ იამალმა საგოლე გადაცემა გააკეთა - მის ანგარიშზე ამ სეზონში კლუბსა და ესპანეთის ნაკრებში 19 შეხვედრაში 17 გოლი და 13 საგოლე პასია.

„ბარსელონა“ 33 ქულით ლიდერია, მეორე ადგილზე 30 ქულით „რეალია“, მესამეზე 28 ქულით „ატლეტიკო“, მეოთხეზე კი 26 ქულით „ბეტისი“.

„ბარსელონა“ 22 ნოემბერს „ვილიარეალს“ უმასპინძლებს, ხოლო „ატლეტიკო“ 23 ნოემბერს გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

ატლეტიკო - ბარსელონა 1:2

გოლები: 1:0 სიმეონე (10), 1:1 ფერმინ ლოპესი (45), 1:2 ფერმინ ლოპესი (66)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები