პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციონერები საუბრობდნენ, რომ ყულევი სანქციების სიაში ხვდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, გადაწყვეტილების შეცვლა შეიძლება, დადებითად შეფასდეს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღება ლოგიკურია და ოპოზიციის საუბარი ქარხნის სანქცირებაზე ტყუილი აღმოჩნდა.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციონერები საუბრობდნენ, რომ ყულევი სანქციების სიაში ხვდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, გადაწყვეტილების შეცვლა შეიძლება, დადებითად შეფასდეს
პირველი არხი

რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი და რასაც ჩვენ ვამბობდით – აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების შეთავაზებაზე გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს.

„ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, გახსოვთ. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და აღტკინებით, სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული ასეთი რამ, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება. რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი, ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ყულევის სასანქციო სიიდან ამოღებას მივესალმებით - ვამბობდით, რომ ეს ფაქტებს არ ეფუძნებოდა, ტყუილზე დაფუძნებული იყო, რაც დასტურდება იმით, რომ ეს გადაწყვეტილება იცვლება
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
  3. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი: „გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სიხარულით საუბრობდნენ, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს - საბოლოო ჯამში, ეს დასტურდება იმით, რომ იცვლება გადაწყვეტილება, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი – სანქციების სიიდან ყულევის ქარხნის ამოღება იმის ხაზგასმაა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები