პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერ-მინისტრი: „გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღება ლოგიკურია და ოპოზიციის საუბრები ტყუილი აღმოჩნდა.

პრემიერ-მინისტრი: „გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“
POSTV

„რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი, ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკომისიის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების შეთავაზებაზე გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

„ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, გახსოვთ. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და აღტყინებით, სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული ასეთი რამ, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ყულევის სასანქციო სიიდან ამოღებას მივესალმებით - ვამბობდით, რომ ეს ფაქტებს არ ეფუძნებოდა, ტყუილზე დაფუძნებული იყო, რაც დასტურდება იმით, რომ ეს გადაწყვეტილება იცვლება
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სიხარულით საუბრობდნენ, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს - საბოლოო ჯამში, ეს დასტურდება იმით, რომ იცვლება გადაწყვეტილება, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი – სანქციების სიიდან ყულევის ქარხნის ამოღება იმის ხაზგასმაა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები