პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს მას და წარმატებებს უსურვებს.

ირაკლი კობახიძე სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას
იმედინიუსი

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება.

„ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად ლოგიკური სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენს შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სხვაგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იმყოფება საქართველოში, აქვს ხმის მიცემის უფლება. სომხეთში ეს განსხვავებულად არის მოწესრიგებული, 1-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ქვეყანაში ცხოვრების, იმისათვის, რომ მისცეს ხმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება. ეს არის მათი სუვერენული უფლება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას”, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემერი: არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც გააკეთა 8 ადამიანმა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები