ირაკლი კობახიძე - ყულევის სასანქციო სიიდან ამოღებას მივესალმებით - ვამბობდით, რომ ეს ფაქტებს არ ეფუძნებოდა, ტყუილზე დაფუძნებული იყო, რაც დასტურდება იმით, რომ ეს გადაწყვეტილება იცვლება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ნათქვამი საერთოდ არ აინტერესებს, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას კი მიესალმება, რადგან მისი მტკიცებით, თავდაპირველი გადაწყვეტილება ტყუილზე იყო დაფუძნებული.

ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტი საერთოდ არ არის საინტერესო. ევროპარლამენტარები რას იტყვიან, საერთოდ არ მაინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, თუკი, ევროკომისია სიტყვა - პოლიტპატიმრებს გამოიყენებს, არც ის დააინტერესებს.
„რაც შეეხება ევროკომისიას, ევროკომისია მაინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ მათი განცხადებები იქნება სამართლიანი და ფაქტებზე დაფუძნებული. თუ ევროკომისია პოლიტიკურ პატიმარს იტყვის, არც ეს დამაინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან დადებითად შეაფასა ევროკომისიის მოწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სასანქციო სიიდან ამოიღოს.
„აი, ხედავთ, არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. გახსოვთ, ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ, რომ ყულევი სანქციების სიაში ხვდებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ფაქტებს არ ეფუძნებოდა, ტყუილზე დაფუძნებული იყო, რაც საბოლოო ჯამში დასტურდება იმით, რომ ეს გადაწყვეტილება იცვლება. რაც რადიკალურ ოპოზიციას უხაროდა მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი და ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, ამ ეკონომიკური ობიექტის სასანქციო სიიდან ამოღება, ამას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპრემიერი: გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
პრემიერ-მინისტრი: „გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“
პრემიერი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სიხარულით საუბრობდნენ, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს - საბოლოო ჯამში, ეს დასტურდება იმით, რომ იცვლება გადაწყვეტილება, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…