პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – სანქციების სიიდან ყულევის ქარხნის ამოღება იმის ხაზგასმაა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სასანქციო სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღება იმის დასტურია, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს.

ლევან მაჭავარიანი – სანქციების სიიდან ყულევის ქარხნის ამოღება იმის ხაზგასმაა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს
პირველი არხი

ყულევის პორტთან მიმართებაში ერთ-ერთი პირობა იყო ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია, მისმა მფლობელებმა ეს პირობა შეასრულეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი თავად ვაჭრობს ისეთი პროდუქციით, რაზეც პრობლემა ჰქონდა და არ აქვს დასანქცირებული.

„უსამართლო დამოკიდებულება იყო ყულევის პორტთან მიმართებით, როდესაც ეუბნები, რაღაცა არ არის დასანქცირებული, ჩვენ შეგვიძლია, ვივაჭროთ კონკრეტული პროდუქტით, მაგრამ თქვენ გაიძულებთ, ეს პროდუქცია არ შემოიტანოთ. ამ უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, მფლობელებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, შეასრულეს დაპირება და ლოგიკური იყო ამ ყველაფრის ამგვარად განვითარება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, სანქციების სიიდან ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოღება იმის ხაზგასმაა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ არღვევს.

„აგენტურული ოპოზიცია გვაბრალებდა, თითქოს შავი ხვრელი ვიყავით სანქციების თავის არიდების კუთხით. საქართველოში ჩამოვიდნენ ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სანქციების კოორდინატორები და ყველამ დაადასტურა, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. გვახსოვს ბატონი ობრაიანის, ბატონი ოსალივანის მადლობის წერილები, რომ საქართველო მუშაობს ძალიან მაღალ დონეზე, რომ არ იქნას გამოყენებული ქვეყანა სანქციების გვერდის ავლის კუთხით. არანაირი ფაქტი არ არსებობს და როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში გვაბრალებდა აგენტურული ოპოზიცია, მათ ფიზიკურად ვერცერთი მაგალითი და კონკრეტული ფაქტი ვერ მოიყვანეს. ძალიან სუფთად ვმუშაობთ და არავის მივცემთ საშუალებას, გვერდი აუარონ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციებს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები