პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ვიდრე ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, პროტესტს გავაგრძელებთ და ჩვენს მოთხოვნებს არ დავთმობთ" - ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ბრიუსელში ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც რვა ადამიანი დააკავეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

"ვიდრე ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, პროტესტს გავაგრძელებთ და ჩვენს მოთხოვნებს არ დავთმობთ" - ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
რუსთავი 2

ბრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტების შემდეგ, რვა ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. პროტესტის ფონზე, ქვეყანაში ეროვნული გაფიცვაც მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია საჰაერო მიმოსვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

"მოძველებული აღჭურვილობის განახლება შეუძლებელია. პრობლემებია კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით. თანამშრომლები სულ უფრო მეტად იღლებიან, შემცვლელი კადრების მოძიება კი ვეღარ ხერხდება. სახელმწიფო უარს ამბობს საჯარო სერვისებზე, უარს ამბობს სოლიდარობაზე, სამართლიანობასა და ჰუმანურობაზე. ეს სერიოზული პრობლემაა. ასეთ მსოფლიოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს?", - აღნიშნა საჯარო მოხელე კლემანსმა.

პროფკავშირების წარმომადგენლის, სელენა კარბონერო ფერნანდესის თქმით, ვიდრე ეს მთავრობა ხელისუფლებაშია პროტესტს გააგრძელებენ.

"სანამ ეს მთავრობა ხელისუფლებაშია, ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ და ჩვენს მოთხოვნებს არ დავთმობთ. მთავრობა ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, დროა, ეს ფარსი დასრულდეს!" - განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა სელენა კარბონერო ფერნანდესმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობობრიუსელში მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა - სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
  2. რუსთავი 2სამთავრობობრიუსელში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები