ბრიუსელში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოში აქციების დროს დაკავებულ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების კვარტალში, ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტებს საქართველოს დროშები და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების მხარდამჭერი ბანერები ჰქონდათ.
„ევროპა გაიღვიძე, რუსეთი საერთო მტერია“ – ამ გზავნილით აქციის მონაწილეებმა ევროპულ საზოგადოებას მიმართეს.
ემიგრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მადლობა გადაუხადეს მოქალაქეებს, რომლებიც, მათივე თქმით, რეპრესიების მიუხედავად, პროტესტს განაგრძობენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…