ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიუსელში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ბრიუსელში მშრომელთა მარშისა და მთავრობის ეკონომიკური ზომების საწინააღმდეგო გაფიცვის დროს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, ხოლო დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და პეტარდები ესროლეს.

ბრიუსელში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ბრიუსელში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდარუსთავი 2

ბრიუსელის ქუჩებში ასობით ახალგაზრდა პოლიციას დაუპირისპირდა. შეტაკება მშრომელთა მარშის დროს მოხდა, რასაც ქაოსი მოყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - წერს Euronews-ი.

პოლიციის ინფორმაციით, მთავრობის მიერ გატარებული მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ გამართულ ეროვნულ გაფიცვაში დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა.

გამოცემის ცნობით, შავ ტანსაცმელში და ნიღბებში გამოწყობილმა დემონსტრანტმა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე პოლიციელებს ქვები და პეტარდები ესროლა. ამის შემდეგ მათ რამდენიმე ადგილას ცეცხლი გააჩინეს, მათ შორის, ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ველოსიპედებს და ელექტროსკუტერებს.

შეტაკებები ქალაქ ლიეჟში მთელი კვირის განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ მოხდა. იქ ხელისუფლებამ საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალა მას შემდეგ, რაც სტუდენტები პოლიციას დაუპირისპირდნენ და მაღაზიები დაარბიეს. ლიეჟში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავებულია პოლიციის ათეულობით თანამშრომელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბელგიაში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები