პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს

საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის გენერალურ დირექტორს, ხავიერ პერეს-ტასოს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარება განიხილეს.

ნათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს
იმედინიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში SWIFT-ის გენერალურ დირექტორს, ხავიერ პერეს-ტასოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„SWIFT-თან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს. ახლა კი შესაძლებლობა მოგვეცა, ორგანიზაციის უშუალო ხელმძღვანელთან განგვეხილა რეგიონული თანამშრომლობისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფინანსური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციისა და საგარეო ფინანსური კავშირების გაძლიერებისთვის.

მისივე განცხადებით, SWIFT-ის ინტერესს წარმოადგენს, საქართველოს მოსახლეობასა და ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტიანი მომსახურება შესთავაზოს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ქართული საბანკო სისტემის მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

„მათ აქვთ მზაობა, კიდევ უფრო უკეთ მოემსახურონ საქართველოს მოსახლეობასა და იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი საბანკო სისტემის მომხმარებლები არიან. სწორედ თანამშრომლობის ამ პერსპექტივებზე გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომლის მასშტაბი და საერთაშორისო წარმომადგენლობა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ქმნის ფინანსური მარეგულირებლებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: SWIFT-თან თანამშრომლობის გაღრმავება საერთაშორისო ფინანსური კავშირებისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების განვითარებას შეუწყობს ხელს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნათია თურნავამ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები