პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესები უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვაჭრობისა და ღიაობისთვის იმპულსის მიცემის კუთხით - ჩია დერ ჯიუნი

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა ფინანსური ტექნოლოგიებისა და 2027 წლისთვის დაგეგმილი მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა განიხილეს.

გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესები უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვაჭრობისა და ღიაობისთვის იმპულსის მიცემის კუთხით - ჩია დერ ჯიუნი
რუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში, სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორთან ჩია დერ ჯიუნთან, შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ციფრული ბანკების, ვირტუალური აქტივების, სტეიბლქოინებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის გეგმას, რომელიც 2027 წლის დასაწყისისთვის არის გათვალისწინებული.

"გავცვალეთ მოსაზრებები ფინანსური სექტორების მიმართ საერთო ოპტიმიზმზე - ზრდისა და ინოვაციების სტიმულირებისთვის ტექნოლოგიების გამოყენების გზით. ასევე გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ორი ქვეყნის საერთო ინტერესები უფრო ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და ვაჭრობისა და ღიაობისთვის იმპულსის მიცემის კუთხით. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აცხადებს სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი ჩია დერ ჯიუნი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავამ წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა
  2. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავამ, წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, სინგაპურის ფინტექფესტივალზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა
  3. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: ჩვენი მიზანია, საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის
  4. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავა: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის
  5. რუსთავი 2სამთავრობონათია თურნავა: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობა ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მხრივ
  6. იმედინიუსისამთავრობონათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
  7. იმედინიუსისამთავრობოსინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები