პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩადის

საპატრიარქო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტით ჩადის და ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება. ვიზიტის წინა დღეს კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანში ჩადის
რადიო თავისუფლება

ინფორმაცია 24-25 ნოემბრის ორდღიანი ვიზიტის შესახებ 24 ნოემბერს გაავრცელა საგარეო უწყების პრესცენტრმა.

სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს;

პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს;

მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას;

საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.

24 ნოემბერსვე ბაქოში დაგეგმილია საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა თავის კოლეგასთან, რამინ მამადოვთან.

ვიზიტის წინა დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანში, კახის რაიონში, - ისტორიულ ჰერეთში - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან, – მართლმადიდებელი მლოცველები არ მიუშვეს. მობილიზებული იყო პოლიცია.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ქურმუხის ტაძარს, - რომელსაც „კურმუკად“ მოიხსენიებს – „ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობას“ მიაკუთვნებს. სექტემბერში გაირკვა, რომ იქ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, რაზეც საპატრიარქომ პროტესტი გამოთქვა.

გიორგობაზე ღვთისმსახურება იმავე რაიონში, სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა. ლიტურგიას ესწრებოდა საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები