პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ

საკონსტიტუციო სასამართლო

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მთელმა საქართველომ იცის ის მტკიცებულებები, რის გამოც 5 ოპოზიციური პარტია არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს, ხოლო ოპოზიციის ტაქტიკა ყურადღების მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანაა.

თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
იმედინიუსი

მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

შარმანაშვილის თქმით, მთელმა ამ პროცესმა აჩვენა ერთადერთი რამ - ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას.

„ეს მათ არ აინტერესებთ, ვინაიდან იციან, რომ იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ, მთელი მათი ტაქტიკაა სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება.

მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ“, - აღნიშნა მან.

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი: „მოსამართლეებს შეუძლიათ, თავიანთი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები, თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები