პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას

საქართველოს ეროვნული ბანკი

სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორის, ჩია დერ ჯიუნის განცხადებით, საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით რეგიონული ლიდერობის პოტენციალი აქვს. მხარეები ორ ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას განიხილავენ.

სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
რუსთავი 2

"მიუხედავად მცირე ზომისა, საქართველოსა და სინგაპურს ახასიათებთ გადაწყვეტილებების მიღების მაღალი მოქნილობა, რაც ინოვაციების სწრაფად დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს", - ამის შესახებ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დინამიკურად ვითარდება, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.

ჩია დერ ჯიუნის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს, ისევე როგორც ეს სინგაპურმა შეძლო. მისი თქმით, ისინი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას სწორედ ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავენ.

"ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნა ჩია დერ ჯიუნმა.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის განხილვის მზადყოფნაც სინგაპურულმა მხარემ უკვე გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები