დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო

სერია A-ს მე-12 ტურში „მონცამ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინა“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Whoscored 7.9, Sofascore 7.5, Flashscore 7.3.
21 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გუსტავო ვარელამ დუბლი შეასრულა - მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„მონცამ“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა,10 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და 29 ნოემბერს სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.
მონცა. „U-Power სტადიუმი“
მონცა - ფიორენტინა 3:0
გოლები: 1:0 ვარელა (45, პენ), 2:0 ვარელა (52), 3:0 რობინსონი (59)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…