პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ათენში, აეკ-ის არენაზე პირველი ვარჯიში გამართა. მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი გუნდის მონდომებით კმაყოფილია, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს 26 ნოემბერს შეუერთდება.

ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
სპორტალი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი, კაპიტნის გარდა, საბერძნეთის დედაქალაქში სრული შემადგენლობით შეიკრიბა. თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს საბერძნეთთან თამაშის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება, ხოლო დღეს ნაკრებში მიმდინარე ფანჯრის ფარგლებში პირველად ივარჯიშეს ლეგიონერებმა: რატი ანდრონიკაშვილმა, ალექსანდრე ფევაძემ, მარკის რიდმა და გიორგი კორსანტიამ. OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში, სადაც საბერძნეთთან თამაშია დანიშნული, ჩვენი ნაკრები 25 ნოემბერს ივარჯიშებს. დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდი აეკ-ის „SUNEL არენაზე“ ავარჯიშა.

აეკ-ის დარბაზი 9 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ანშლაგია მოსალოდნელი, რაც დიდი წნეხი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის. ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საბერძნეთისთვის ოდნავ მეტი გამოწვევაა, რადგან საშინაო შეხვედრის წაგება ცხრილში წინ მყოფ მეტოქესთან (საქართველო) გვარიანი მინუსია.

ბერძნებს ყველაზე გამოცდილი მოთამაშე — ნიკ კალატესი ტრავმის გამო გამოაკლდათ, თუმცა ვასილის სპანულისის გუნდი მაინც ძალიან ძლიერი და მოტივირებულია. საქართველოს ურთულესი მატჩი ელის, რომლისთვისაც ალეკსანდარ ჯიკიჩი გუნდს მთელი მონდომებით ამზადებს.

დღევანდელი ვარჯიშით სერბი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა. ვარჯიშში მონაწილე 13-ივე კალათბურთელმა მთელი მოწადინებით ივარჯიშა და მწვრთნელისგან მიღებული დავალებები ზედმიწევნით შეასრულა. ჯიკიჩმა კალათბურთელები კომბინაციებზე ავარჯიშა, ბევრი ისეთი დეტალი დაამუშავებინა, საბერძნეთის წინააღმდეგ თამაშისას რომ ეფექტური იქნება.

დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა 13-მა კალათბურთელმა მიიღო: გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, მარკის რიდი, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, საბა გიგიბერია, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია.

საქართველოს ნაკრების მორიგი ვარჯიში 24 ნოემბერს, კვლავ აეკ-ის დარბაზში გაიმართება.

GBF.GE

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ალექსანდრ ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები