ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა

იტალიის სერია A-ში „მონცამ“ „კალიარი“ 4:0 გაანადგურა და ჩემპიონატზე სარეკორდო გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურასპორტალი

სერია A-ს მეშვიდე ტურში „მონცამ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 4:0 დაამარცხა - ეს იტალიის ჩემპიონატზე ამ გუნდის სარეკორდო ანგარიშით გამარჯვებაა.

21 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გუსტავო ვარელამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იურიჩმა ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და არც შემცდარა. ქართველი, რომელმაც წინა მატჩში „ლაციოსთან“ გოლი გაიტანა, ურიგოდ ამჯერადაც არ გაისარჯა. გოგლიჩიძემ „მონცაში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა, შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: Sofascore 7.8, Whoscored 7.7, Flashscore 7.3.

„მონცა“ ამ მომენტისთვის 7 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 ოქტომბერს სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება.

მონცა. „U-Power სტადიუმი“

მონცა - კალიარი 4:0

გოლები: 1:0 კუადიო (39), 2:0 ვარელა (47), 3:0 რობინსონი (66), 4:0 ვარელა (79)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქართველი მოდელის წარმატება ლეგენდარულ შოუზე - მატილდა გვარლიანი "ვიქტორია სიქრეტის" პოდიუმზეწაიკითხე

უახლესი ამბები