სხვადასხვა · 24 ოქტომბერი, 00:41
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
სერია A-ს მერვე ტურში „მონცა“ გასვლაზე „ტორინოსთან“ 2:3 დამარცხდა, მცველმა საბა გოგლიჩიძემ კი შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.

სერია A-ს მერვე ტურში „მონცამ“ გასვლაზე „ტორინოსთან“ მარცხი განიცადა - 2:3.
სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: Whoscored 6.4, Sofascore 6.2, Flashscore 6.2.
„მონცა“ 7 ქულით ჯერჯერობით მე-14 ადგილზეა და 28 ოქტომბერს „ნაპოლის“ უმასპინძლებს.
ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - მონცა 3:2
გოლები: 1:0 ფიტც-ჯიმი (39), 1:1 ვარელა (47), 2:1 ბელგალი (61), 3:1 ვლაშიჩი (72), 3:2 პატერსონი (90+4, საკ. კარში)
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…