პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ეკა ბესელია - ყველაფერი, რაც ახლა ხდება, პატიმრების, უკანონო ტყვეების გათავისუფლება, სუროგაციის თემა, „ქართული ოცნების“ პატრიარქთან ერთად გამოჩენა, არის ყალბი იმის გამო, რომ მეუფე იობის განცხადებებმა შეაჯანჯღარა საზოგადოება

ქართული ოცნება

ეკა ბესელიას განცხადებით, პატიმრების გათავისუფლება, სუროგაციის თემა და პატრიარქთან გამოჩენა ყალბია და მეუფე იობის განცხადებებით საზოგადოების შეჯანჯღარებას უკავშირდება. იგი კითხულობს, რატომ არ გაათავისუფლეს მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია, როცა ასზე მეტი ადამიანი ციხეში რჩება.

ეკა ბესელია - ყველაფერი, რაც ახლა ხდება, პატიმრების, უკანონო ტყვეების გათავისუფლება, სუროგაციის თემა, „ქართული ოცნების“ პატრიარქთან ერთად გამოჩენა, არის ყალბი იმის გამო, რომ მეუფე იობის განცხადებებმა შეაჯანჯღარა საზოგადოება
ინტერპრესნიუსი

ეკა ბესელია - ყველაფერი, რაც ახლა ხდება, პატიმრების, უკანონო ტყვეების გათავისუფლება, სუროგაციის თემა, ბოდბეში პატრიარქთან ერთად გამოჩენა, არის ხელოვნური და ყალბი იმის გამო, რომ მეუფე იობის განცხადებებმა შეაჯანჯღარა საზოგადოება

რაც ახლა ხდება, პატიმრების, უკანონო ტყვეების გათავისუფლება, სუროგაციის თემა, ბოდბეში პატრიარქთან ერთად გამოჩენა, ეს ყველაფერი არის ხელოვნური, ყალბი და არის იმის გამო, რომ მეუფე იობის განცხადებებმა შეაჯანჯღარა საზოგადოება , - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ერთი ხელით სანთელი უჭირავთ და მეორე ხელით ადამიანებს აპატიმრებენ.

„მზია ამაღლობელი რატომ არ გაათავისუფლეს, ელენე ხოშტარია რატომ არ გაათავისუფლეს, რას ელოდებიან? არ ვიცი, რა კრიტერიუმით მოქმედებს ყაველაშვილი და „ქართული ოცნება“, რა უნდა მას ამით რომ გააკეთოს, რა არის ამ ყველაფრის უკან? ... ოთხი ადამიანი რომ გამოუშვეს და ასზე მეტი ციხეშია, ეს რას ცვლის?

ვუყურებ ანდრო ჭიჭინაძე როგორ იხდის სასჯელს, ვუყურებ ეტლში მყოფ გიორგი ჩიკვაიძეს, რომელიც არ გატეხილა ერთი წამი, ირაკლი პაპიაშვილს, რომელიც გიორგი ჩიკვაიძის გამო ჰყავთ დაჭერილი და მძევალივით ჰყავთ. რომ ვუსმენ, ერთი წამით არ შესტყობია, რომ რაღაცას ნანობს. მათ დევიძე მინდა, ვინახულო ამ დღეებში. მათ რომ ვუყურებ, მგონია, რომ ყველაზე დიდი თავისუფლება მათ აქვთ. მე არ მიგრძნია, რომ ისინი ტუსაღები არიან. ისეთი სიძლიერე აქვთ, კარი გაიღება თუ დაიხურება, ფიზიკური სივრცის მომნიჭებელია, თორემ შინაგან თავისუფლებას ადამიანი ვერც ციხეში დაკარგავს და ვერც ციხის გარეთ. „ქართული ოცნების“ ქცევა, რა ლოგიკითაც ამას აკეთებს და როგორც ამას ახმოვანებს, ჩემთვის მიუღებელია. რაც არ უნდა კარგი გააკეთო, თუ იმას მადლი არ მოჰყვება, იმასაც აფუჭებ. ამა ადამიანებს გარეთ ყოფნა ისედაც ეკუთვნით.

ის, რაც ახლა ხდება, პატიმრების, უჯანონო ტყვეების გათავისუფლება, სუროგაციის თემა, ბოდბეში პატრიარქთან ერთად გამოჩენა, ეს ყველაფერი არის ხელოვნური, ყალბი და არის იმის გამო, რომ მეუფე იობის განცხადებებმა შეაჯანჯღარა საზოგადოება, განსაკუთრებით ის, ვინც არის უფრო ნეიტრალური, მოდუნებული თუ მიძინებული. უცხოეთში ვიყავი, შევხვდი ქართველებსაც და ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ეს ძალის მომცემი ზარი იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ოკმელაშვილი - გამძლეობა მინდა ვუსურვო პატიმრებს, თავისუფლების ფასი არაფერიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები