გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
საბა გოგლიჩიძემ „მონცას“ შემადგენლობაში „ბოლონიასთან“ გასვლით მატჩში შეუცვლელად ითამაშა, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო. „მონცა“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.

სერია A-ს მეათე ტურში „მონცა“ გასვლაზე „ბოლონიასთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: Whoscored 7.0, Sofascore 7.0 Flashscore 6.6.
„მონცამ“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ამ მომენტისთვის 7 ქულით მე-16 ადგილზეა და 8 ნოემბერს „ატალანტას“ უმასპინძლებს.
ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - მონცა 2:1
გოლები: 0:1 ვარელა (6, პენ), 1:1 პობეგა (33), 2:1 ბერნარდესკი (59, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: კუტრონე (81, მონცა)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…