პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

ტვ პირველისაქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

ემბრიოლოგ ნინო მუსერიძის განცხადებით, სუროგაციის სრული აკრძალვა პრობლემებს ვერ მოაგვარებს და პროცესის არალეგალურ სივრცეში გადასვლის რისკს შექმნის. საპარლამენტო უმრავლესობამ სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს.

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე
BM.GE

სუროგაციის სრული აკრძალვის ნაცვლად სფერო უნდა დარეგულირდეს და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი შეიქმნას - ამის შესახებ პათოლოგანატომმა და ემბრიოლოგმა ნინო მუსერიძემ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, აკრძალვა არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და პროცესის არალეგალურ სივრცეში გადასვლის რისკს შექმნის.

მუსერიძე მმართველი გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია სუროგაციის პროგრამების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება. მისი თქმით, ამის მიღწევა აკრძალვით კი არა, შესაბამისი საკანონმდებლო და სამედიცინო რეგულაციების შემუშავებით არის შესაძლებელი.

„როგორც რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, მივესალმები დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სუროგაციის პროგრამების ხარისხი და უსაფრთხოება. მიმაჩნია, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად სფერო უნდა დარეგულირდეს და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი შეიქმნას“, - ამბობს მუსერიძე.

ემბრიოლოგის განმარტებით, სუროგაცია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია და მისი აკრძალვა იმ პაციენტებსაც შეუზღუდავს შვილის გაჩენის შესაძლებლობას, რომელთათვისაც ეს ერთადერთი სამედიცინო გამოსავალია. ამასთან, მისი შეფასებით, აკრძალვა ვერ უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებას და შესაძლოა, პირიქით, არსებული პრაქტიკა უფრო გაუმჭვირვალე გახადოს.

„აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან ეს მკურნალობის მეთოდია და არ შეიძლება ამ სფეროზე ისაუბრო, რომ ბავშვისთვის რაღაც პრობლემა იქმნება. ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს - აკრძალვა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროცესი მიწისქვეშეთში არ გადავიდეს და კიდევ უფრო ცუდად არ მოხდეს ყველაფერი, რაც ახლა კანონის ფარგლებში კეთდება“, - აცხადებს იგი.

ნინო მუსერიძის თქმით, სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სწორედ ამ მიმართულებით რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობდნენ.

მისი განმარტებით, შესაბამის შეხვედრაზე ასოციაციების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები განიხილეს. მუსერიძის თქმით, მომზადებული რეკომენდაციები სფეროში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებს ითვალისწინებდა და მათ საფუძველზე რეგულირების კონკრეტული მექანიზმების შექმნა იგეგმებოდა.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა, რადგან ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ასოციაციების პრეზიდენტები შევიკრიბეთ. შეხვედრა იყო გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ისეთი კარგი რეკომენდაციები გვაქვს რეგულაციებისთვის, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საერთოდ საუბარი იქნებოდა - ყველა მტკივნეული თემა და ხარვეზი, რაც ამ სფეროში არსებობს, გავითვალისწინეთ და გავწერეთ“, - აღნიშნავს ემბრიოლოგი.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც კირცხალიამ განაცხადა, საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ამავდროულად, მისი განმარტებით, ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელია და სახელმწიფოს ნული კონტროლი აქვს ბავშვების ბედზე - კირცხალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები