პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება

ქართული ოცნებატელეიმედი

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში სუროგაციამ მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის სახე მიიღო, რის გამოც რეგულირების ნაცვლად მისი სრული აკრძალვა გადაწყდა.

რატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება
BM.GE

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში სუროგაციას ინდუსტრიისა და მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის სახე აქვს მიღებული, რის გამოც მკაცრი რეგულაციების პირობებში რისკების დაზღვევა შეუძლებელია და სრული აკრძალვა უფრო გამართლებულია.

ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა და განმარტა, რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი სფეროს მკაცრ რეგულირებაზე. მინისტრის თქმით, სუროგაციის სრულად აკრძალვას ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობაც ირჩევს, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომელთაც ძლიერი სამედიცინო და სამართლებრივი სისტემები აქვთ (მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი).

სარჯველაძის განმარტებით, მკაცრი რეგულაციის შემთხვევაში, პრობლემად რჩება ბიოლოგიური მასალის მიკვლევადობა და კონტროლის მექანიზმები, რადგან ჩნდება გაყალბებისა და სიმულაციების მაგალითად, ფიქტიური ქორწინებების დიდი რისკი.

„საქართველოში გავითვალისწინოთ, რომ პრაქტიკულად ინდუსტრიის სახე აქვს ამას მიღებული მზარდი დინამიკით. რეალურად, დღეს მედიცინის ეს დარგი, სამწუხაროდ, ემსახურება მხოლოდ ინდუსტრიულ განვითარებას. პრაქტიკულად, ეს არის მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობა და არაფერი სხვა ამაში არ უნდა იქნეს დანახული და აღმოჩენილი. ეს რას ნიშნავს, იცით? როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება, რასაკვირველია, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულია. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც რეგულაციასა და აკრძალვას შორის გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა ამ ფაქტორს უნდა მიენიჭოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს სრული აკრძალვა პროცესის იატაკქვეშეთში გადასვლას და ხომ არ აჯობებდა საბერძნეთის მსგავსად ალტრუისტული სუროგაციის დაშვება, მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველოში კომერციული სამედიცინო სექტორის წილი გაცილებით დიდია, ვიდრე სახელმწიფო სექტორის, რაც კონტროლს ართულებს. მისივე თქმით, სწორედ გამონაკლისების დაშვება ქმნის „ჩრდილში გადანაცვლების“ საფრთხეს.

„თუ ქვეყანაში რაიმე გარემოებების არსებობის შემთხვევაში დაშვებული იქნება სუროგაციით დაბადებული ბავშვის ამ გზით დაბადებულად რეგისტრაციის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს, რომ ამას ყველაფერს შეიძლება ძალიან ბევრი რამ მიეტმასნოს და ცალკეულ შემთხვევებში ვინმე სწორედ იატაკქვეშეთიდან გამოსაძრომს პოულობდეს. მეორე მხრივ, როდესაც აკრძალავ და არ იქნება დაშვებული, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ასეთად იქნეს რეგისტრირებული, რისკი გაცილებით ნაკლებია და პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვი დარეგისტრირდება იმ ქალის შვილად, ვინც იმშობიარა“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილების შესახებ 22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. მმართველი გუნდის ინიციატივას 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე, მიესალმა პატრიარქი შიო III-ც.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: „გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ ხელი მოითბონ და რაღაცნაირად შეეცადონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, მწვავე პრობლემად თუ არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ. არსებობს ძალიან მწვავე რისკები, ეს რისკები უკავშირდება ძალიან ბევრ უბანს. მარტივად ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დღეს უარს ამბობს საერთო სუროგაციაზე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები