პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე: რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის. რაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია, ბუნებრივია, ის აზრი პატივისცემას მოითხოვს

საპატრიარქოქართული ოცნება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სუროგაციის აკრძალვისას საპატრიარქოს აზრი მხედველობაში მიიღეს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა გადაწყვეტილების ასახსნელად საერო არგუმენტებიც საკმარისზე მეტი აქვთ.

მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე: რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის. რაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია, ბუნებრივია, ის აზრი პატივისცემას მოითხოვს
იმედინიუსი

„სწორად შეგინიშნავთ, რომ დიახ, ეს ნამდვილად პოლიტიკური სპეკულაციაა, როდესაც ამგვარი ტერმინით იფუთება ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წამყვანის კითხვას, რომ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით გაჩნდა პოლიტიკური სპეკულაციები, თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკარნახები იყო გარკვეულწილად იმისთვის, რათა საპატრიარქოსთან რაღაც სირთულეები დარეგულირებულიყო.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საკითხზე მსჯელობენ და რაც არის სწორი გადაწყვეტილება, იმისკენ მიდიან.

„რაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია, ბუნებრივია, ის აზრი ანგარიშგასაწევია და პატივისცემას მოითხოვს. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ეს არის პარტნიორული დამოკიდებულება და თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. პირადად მე ამაში ნამდვილად ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არ არის ბრმა მორჩილების და გადაწყვეტილებების გაზიარების პროცესი. ბუნებრივია, ვმსჯელობთ და რაც არის სწორი გადაწყვეტილება, იმისკენ მივდივართ. ამიტომ, თუ კითხვა დაისმის ამგვარად, რომ მივიღეთ თუ არა მხედველობაში საპატრიარქოს პოზიცია, დიახ, რა თქმა უნდა, მივიღეთ. ცუდია ამაში რაიმე? მგონია, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, შესაბამისად, იმ ფონზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც, პირობითად ვიტყვი, საერო არგუმენტები საკმარისზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ახსნილი იყოს“, - დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურირატომ ირჩევს "ოცნება" სუროგაციის აკრძალვას და არა მკაცრ რეგულირებას - სარჯველაძის განმარტება
  2. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე: როდესაც ამხელა ეკონომიკური, ფინანსური და კომერციული ინტერესები ერთვება საკითხში, რისკების დაზღვევა გაათმაგებულად რთულდება. სწორედ ამიტომ რეგულაციასა და აკრძალვას შორის არჩევანისას უპირატესობა აკრძალვას უნდა მიანიჭო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: „გარკვეული პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, რომ ხელი მოითბონ და რაღაცნაირად შეეცადონ, რომ სათავისოდ გამოიყენონ, მწვავე პრობლემად თუ არასწორ გადაწყვეტილებად წარმოაჩინონ. არსებობს ძალიან მწვავე რისკები, ეს რისკები უკავშირდება ძალიან ბევრ უბანს. მარტივად ვიტყვი, რომ ევროპული სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა დღეს უარს ამბობს საერთო სუროგაციაზე“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები