პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულია

საპატრიარქოსაქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. დეპუტატ ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სფეროში არსებობს ტრეფიკინგის, ადამიანთა ვაჭრობისა და ქალთა ექსპლუატაციის რისკები, კანონპროექტი კი პარლამენტში მალე დაინიცირდება.

ლევან მაჭავარიანი – ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა საპატრიარქოსთანაც და მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს სუროგაცია საქართველოში, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში ეს აკრძალულია
პირველი არხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში სუროგაცია აკრძალულია.

მაჭავარიანის თქმით, მოხდა ამ მიმართულების მაქსიმალური კომერციალიზაცია და არსებობს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ერთი მხრივ, ეთიკურ რისკებთან, მეორე მხრივ, ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასა და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან.

„ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული რისკებია. ჩვენ გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება საქართველოში აიკრძალოს. პრაქტიკას რაც შეეხება, ძირითადად პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში არის დარჩენილი ეს პრაქტიკა. ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს აკრძალულია. პრაქტიკის მიხედვითაც ლოგიკურია, რომ ეს მიმართულება საქართველოში არ არსებობდეს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოში სუროგაცია იკრძალება - როგორია საერთაშორისო გამოცდილება. „იმედის კვირის“ მიმოხილვა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება - ქვეყანა იმ სახელმწიფოების რიცხვს შეუერთდება, სადაც რეპროდუქციის ამ მეთოდის არცერთი ფორმა არ არის დაშვებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები