საქართველოში სუროგაცია იკრძალება - როგორია საერთაშორისო გამოცდილება. „იმედის კვირის“ მიმოხილვა
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ინიციირება იგეგმება. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ეთიკური და სამართლებრივი რისკებით, მათ შორის ადამიანით ვაჭრობის საფრთხითა და ქალთა შესაძლო ექსპლუატაციით ხსნის.

სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია - ხელისუფლება ამ ნაბიჯს ეთიკური და სამართლებრივი რისკებით ხსნის.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიციირებული. ამ საკითხზე ხელისუფლებას აქტიური საუბრები აქვს საქართველოს საპატრიარქოსთანაც.
მმართველი გუნდი სუროგაციის სფეროში არსებულ მთავარ პრობლემებად ადამიანით ვაჭრობის საფრთხეს, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციასა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს ასახელებს.
ხელისუფლების პოზიციაა, რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის იმ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს, რომლებიც სუროგაციას უკავშირდება.
აკრძალვის ინიციატივას უკვე მოჰყვა კითხვები საზოგადოებაში. კერძოდ, რა ბედი ეწევათ იმ ოჯახებს, რომლებიც შვილის გაჩენას სუროგაციის გზით გეგმავდნენ? რა ალტერნატივა ექნებათ მათ, ვისთვისაც ეს მშობლობის ერთადერთი გზაა?
ამასთან, ლეო სიხარულიძე გაგაცნობთ იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია სრულად აკრძალულია და გაგიზიარებთ საერთაშორისო გამოხმაურებებს. სუროგაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ხშირად იმართება დებატები. გასულ წელს სუროგაციის აკრძალვას გაეროს ტრიბუნიდანაც მოითხოვდნენ, სპეციალური დოკუმენტი ევროპარლამენტშიც მომზადდა.
ასევე ყველასთვის ცნობილია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია - ეკლესია სუროგაციის წინააღმდეგია და შესაბამისი კანონის მიღებას წლების განმავლობაში ითხოვდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…