გიგა ფარულავა – პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანური აქტის გამოცემა მისასალმებელია
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიგა ფარულავამ პრეზიდენტის მიერ 232 პირის შეწყალებას მისასალმებელი ჰუმანური აქტი უწოდა და აქციებზე დაკავებულ სხვა პირებსაც საპატიმროს მალე დატოვება უსურვა.

პრეზიდენტის მხრიდან ჰუმანური აქტის გამოცემა მისასალმებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
„საპროტესტო აქციებზე დაკავებულ იმ ადამიანებს, რომლებიც გათავისუფლდნენ, წარმატებას ვუსურვებ. ვინც გათავისუფლებული არ არის, ის ადამიანებიც სჭირდებათ თავიანთ ოჯახებს. ვუსურვებ, რომ საპატიმრო დაწესებულება მალე დატოვონ“, – განაცხადა ფარულავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…